logo
ENG



"ედავებიან ნამახვანში გადაპარვის მცდელობას" - ჰესის აშენების მოწინააღმდეგე დააკავეს

10 აპრ 202113:06
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავა. 

ლაშა ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამახვანში ქუთაისი-აპლანას საავტომობილო გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა. 

ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 2 პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციისადმი დაუმორჩილების ბრალდებით დააკავეს. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, ასევე, ბრალად ედება სოფელ ნამახვანში გადაპარვის მცდელობა - სოფელი, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, პოლიციამ ჩაკეტა. 

რიონის სხვა მცველები ქუთაისის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ლაშა ქუთათელაძეა მოთავსებული. მათი თქმით, ლაშა ქუთათელაძეს კანონი არ დაურღვევია - ის არც კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდა და არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციისთვის. 

მათივე განცხადებით, კანონს არა აქტივისტები, არამედ პოლიცია არღვევს. 

ქუთათელაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა სავარაუდოდ დღეს, 10 აპრილს გაიმართება. 


close დახურვა